წიგნის ისტორია


წიგნის ისტორია 



ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში ზეპირი გადაცემა იყო. ძველი ცივილიზებული სახელმწიფოების მეცნიერები ცდილობდნენ ინფორმაციის გადაცემას უფრო სისტემური მეთოდებითწერილობითი სახით, რამაც პიქტოგრამების, იეროგლიფებისა და ანბანების გაჩენა გამოიწვია. ქაღალდის გაჩენამდე კი ადამიანები წერდნენ ყველაფერზე, რაც ხელთ მოხვდებოდათთიხის ფირფიტებზე, კედლებზე, ფოლადის ნაჭრებზე, ხის მერქანზე და ცხოველთა ტყავზე.

ძველ დროში ჩამოყალიბდა წიგნის კონსტრურების ორგანიზაციაფირფიტების ან ფურცლების ერთობლიობა, რომლებიც შეკრული იყო ოზმის ან ბლოკის სახით. XIII საუკუნიდან ევროპაში წიგნის საწარმოებლად უკვე ქაღალდს იყენებდნენ.
წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/წიგნი


წიგნი საქართველოში

პირველი ნაბეჭდი წიგნის (ქართულ-იტალიური ლექსიკონის) ერთ-ერთი გვერდი

1629 წელს პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი გამოვიდა რომში. ეს იყო ქართული ანბანი ლოცვებითურთ და ქართულ-იტალიური ლექსიკონი. მე-18 საუკუნეში თბილისშიც მოეწყო სტამბა და უკვე 1709 წელს დაიბეჭდა "სახარება", "დავითნი", "სამოციქულო" და "ვეფხისტყაოსანი".



ქაღალდის გამოგონება

ძველ ეგვიპტეში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში წერდნენ პაპირუსზე, რომელსაც ამზადებდნენ ამავე სახელწოდების მცენარის ფოთლების, ღეროების ნაწილებიდან. მათ აწყობდნენ ფენებად, აბრტყელებდნენ ჩაქუჩით და ასე ღებულობდნენ წერისთვის საჭირო ფურცელს, რომელზეც წერდნენ ლერწმისგან ან ლელქაშისგან დამზადებული წვეტიანი ჯოხებით. მელნის დანიშნულებას ასრულებდა მური.
ჩვენ წელთაღრიცხვამდე ათას სამასი წლით ადრე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩინელებმა და ეგვიპტელებმა გამოიგონეს მელანი, რომელსაც ამზადებდნენ წყალში გახსნილი მურისგან, მცენარეული ფისისა და ზეთების დამატებით.მელნისთვის სხვა ფერების მისაცემად იყენებდნენ ბუნებრივ საღებავ საშუალებებს, მაგალითად ჟანგმიწას.
ქაღალდის პირველი უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია ჩინეთში. მის დამზადებას მეცნიერთა ნაწილი უკავშირებს ცაი ლუნის სახელს.( ჩვენი წელთაღრიცხვის 105 წელი). ევროპელებმა ქაღალდის დამზადება გადმოიღეს არაბებისგან, რომლებიც იყენებდნენ იგივე ტექნოლოგიას, რომელსაც ქაღალდის დამზადებაში იყენებდნენ ჩინეთში.თავდაპირველად ჩინური ტექნოლოგიით ქაღალდი მზადდებოდა ხისა და ქსოვილის ( ჩვრის) წვრილად დაფქვილი დასველებული მასისგან, რომელსაც აბრტყელებდნენ ქაღალდის სისქემდე და ახმობდნენ. ქაღალდის ფურცელზე ჩინელები წერდნენ წვრილი ფუნჯით, რომელსაც ამზადებდნენ აქლემის ან ვირთხის ბეწვისგან, ხოლო აბრეშუმზე - რამდენიმე ბეწვისგან შეკრული და ლერწმის ღეროზე დამაგრებული ძალიან წვრილი ფუნჯებით.რომლის მეშვეობით დიდი სიზუსტით შეეძლოთ 10090 ჩინური იეროგლიფის ასახვა.
შემდგომ სხვა და სხვა ქვეყნებში წერისათვის იყენებდნენ ფრინვლის ( ბატი, გედი, ინდაური) ფრთის ნაკრტენისგან დამზადებულ კალამსა .მაგრამ მას სწრაფად უფუჭდებოდა წვერი და ის ითხოვდა სპეციალური ხელსაწყოთი დათლას. ამიტომ მოგვიანებით იგი შეცვალა ფოლადისგან დამზადებულმა კალამმა, რომელიც მაგრდებოდა ხის ან სხვა მასალისგან გაკეთებულ კალმის დამჭერიან ღეროზე.
თანამედროვე სახის მსგავსი მელნიანი ავტოკალმისტარი გაჩნდა დაახლოებით 1800 წელს, ხოლო 1884 წელს ედსონ უოტერმანმა გამოიგონა პირველი სრულყოფილი თანამედროვე სახის ავტოკალმისტარი. უმარტივესი ბურთულიანი ავტოკალმი, ყოველდღიურობაში პასტას რომ ეძახით, მიახლოებით 1880 წელს გამოიგონა ამერიკელმა ჯონ ლაუდმა, ხოლო 1940 წელს იოზეფ და ჯორჯ ბიროებმა შექმნეს მისი თანამედროვე სახეობა. გასული საუკუნის 60 - ან წლებში გამოიგონეს ყველასთვის კარგად ცნობილი ფლომასტერი და მის პრინციპზე მომუშავე უამრავი სახეობის კალმისტარი.
დაახლოებით ამ დროს ჩვენ ცხოვრებაში თამამი და სწრაფი ნაბიჯით შემოაბიჯა კომპიუტერმაც, მან დიდ წილად ჩამოართვა ფუნქციები კალამსა და ქაღალდს, მაგრამ ჯერ - ჯერობით სრულიად არ განდევნა ისინი ჩვენი ცხოვრებიდან. უპირატესობა უდაოდ მის მხარეზეა. მომავალი გვიჩვენებს, როგორ განვითარდება ან რით დასრულდება ქაღალდის, მელნისა და კალმის ისტორია ...
წყარო: http://www.education.ge/index.php?do=definition/view&id=314




 პირველი წიგნის დაბეჭდვა



პირველი წიგნები გვიანდელ შუა საუკუნეებში დაიბეჭდა. მაინცელი წიგნის მბეჭდავი იოჰანეს გიუტენბერგი წიგნის ბეჭდვის გამომგონებლად ითვლება, თუმცა ბეჭდვის ტექნიკა, რომელიც მან განავითარა და სრულყო, გაცილებით ადრე გამოიგონეს. ქრისტეშობიდან 175 წელს ჩინელმა სამეფო კარის სწავლულმა შეიმუშავა მეთოდი, რომელის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო მნიშვნელოვანი განკარგულებების, ლექსებისა და ისტორიული ცნობების მომავალი თაობისთვის შენახვა. არჩეულ ტექსტებს ქვის ფირფიტებზე კვეთდნენ, რაც საკმაოდ შრომატევადი იყო. შემდეგ წარწერებიან ქვაზე დასველებულ ქაღალდს აფენდნენ და მჭიდროდ აკრავდნენ, მერე მის ზედაპირს შავი ტუშით ღებავდნენ ისე რომ ასოები გამშრალ ქაღალდზე თეთრად რჩებოდა. მსგავსი სახით დამზადებულ ნაწერებს, .. ტვიფრებს ჩინელები სასურველი რაოდენობით ამზადებდნენ და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ავრცელებდნენ. მოგვიანებით ჩინელებმა ქვის დაფები ხის მასალით შეცვალეს, ამჯერად ასოები ხესე სარკისებურად ამოკვეთილი და ზედაპირიდან ამობურცული იყო. ისინი მათ ღებავდნენ და შემდეგ ქაღალდზე ბეჭდავდნენ. ჩინელები ამ მეთოდნს ჯერ კიდევ VII-ში იყენებდნენ. ასეთი სახით ისინი ბეჭდავდნენ არა მარტო რელიგიური და სამეცნიერო შინაარსისტექსტებს, არამედ ბანქოს, კალენდრებსა და ქაღალდის ფულსაც კი. ჩვენამდე მოაღწია ამ მეთოდით დაბეჭდილმა წიგნმადიამანტსუტრამ”, რომელიც 868 წლითაა დათარიღებული და მსოფლიოში უძველეს ნაბეჭდ წიგნად ითვლება.
წყარო: http://ucnauri.com/2010/წიგნის-ბეჭდვის-ისტორია-4


პირველი დამწერლობა (ანბანი)

აღმოჩენილია შუმერების ანბანი,

დედამიწაზე სამყაროსეული ცივილიზაციის პირველი მკვიდრი, აღმოსავლეთის უძველეს ცივილიზაციათა სათავე.

აღმოჩენილია ანბანის რიცხვითი ფორმულა, რომელიც საოცარი ზეწესრიგით განაგებს ასოთა მოხაზულობას, რიცხვებს, მათემატიკას, გეომეტრიას, ასტრონომიას.

ანბანის ხაზობრივი სისტემის შესახებ პირდაპირ მოუწოდებდა დიდი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი: "ჯერ ქართული ანბანის უძველესი მოხაზულობა და მისი თანდათანი განვითარება შესწავლილიარ იყო და მაინც ისეთი რთული საკითხების გადაწყვეტას ლამობდნენ, როგორიც ქართული ანბანის სადაურობაა ... ვისაც ქართული ანბანის წარმოშობისა და სადაურობის საკითხი საგანგებოდ განხილული ჰქონდა, ამ საკითხის გადასაწყვეტად ან შესაფერისად აღჭურვილი არ იყოარც ქართულისა და არც სხვა ერთა დამწერლობის გრაფიკული განვითარების ცოდნით". ჩვენმა მიგნებულმა ფორმულამ ჩვენი ანბანის ხაზობრივი სისტემა - ამოცნობილია მსოფლიო შუმეროლოგიისათვის ამოუცნობი ძვ.. 5000 წლის შუმერული თიხის ფირფიტები და ბეჭდები.

ამ ანბანშია სამყაროსეული ღვთაებათა პანთეონი - საკრებულო, რომლისგანაც შეიქმნა დედამიწაზე კაცთა მოდგმის ყველა რელიგიური მიმდინარეობა.

ქართული ასომთავრული ანბანი შუმერების ანბანია!

შუმერების ანბანში მთვარე და მზე ასო-ნიშნებადაა: a - ასო-ნიშანს "ანი", მთვარის უძველესი სახელი ჰქვია, d - ასონიშანს "დონი" ჰქვია, მზეა, ოღონდ უწიგნურმა უძველესმა ხალხებმა სიტყვებად გადაიღეს, სიტყვა "მთვარეს" კი ვერ წერდნენ, პირდაპირ მთვარეს ხატავდნენ, ასევე - მზეს, ასოები არ იცოდნენ. ვერ წერდნენ და ხატავდნენ. ასე შექმნა გაუნათლებელმა მსოფლიომ ხატოვანი დამწერლობა, რომელსაც დღევანდელი კაცობრიობა და მისი მეცნიერები დასაწყის პირველდამწერლობად მიიჩნევენ. ეს რომ ასე არ არის და ჩვენი აღმოჩენაა სწორი, ამას ადასტურებენ ძვ.. 5600 წლის შუმერული თიხის ფირფიტები, ჭურჭელი, თიხის და რკინის ბეჭდები, სარკოფაგთა წარწერები, ამავე დროს შუმერული ანბანის ასო-ნიშნები, რომლებიც მსოფლიოს მეცნიერებს ასოებად კი არა, სიტყვებად მიაჩნიათ.

ჩვენი აღმოჩენები საოცარი სიზუსტით ეუღლება უდიდესი ამერიკელი მეცნიერის სემიუელ . კრამერის კვლევას, მის ნააზრევს, რომელიც გადმოცემულია წიგნში "ისტორია იწყება შუმერიდან", ჩვენ კი ვაცხადებთ, რომ ანბანი იწყება შუმერიდან და დღემდე ვერც ერთმა მეცნიერმა მსოფლიოში ვერ შეძლო დაემტკიცებინა ეს, იმიტომ, რომ ქართული ასომთავრულით, იგივე შუმერების ანბანით, არავის არასოდეს არ გადაუსინჯავს შუმერთა სიძველეები; მათ მიწაზე გაჩენისთანავე ჩამოჰყვათ ანბანი, იმ რკინასავით, რომელიც დედამიწაზე არ მოიპოვება, სამყაროსეული ლითონია, სახელად "ამუთუმ" ჰქვია და 5-ჯერ ოქროზე და 40-ჯერ ვერცხლზე ძვირია.

შუმერების ანბანი უნდა აღმდგარიყო და აღსდგა იმ ხაზობრივი ფორმულით, რომელიც შეინახეს საკართველოს კავკასიონის მთის საცავებმა და ანკარის სიძველეთა მუზეუმში დაცულმა ხეთების უძველესმა ფერადმა თიხამ, რომელსაც ინგლისელი მეცნიერი მელარტი ძვ.. 6500-5600 წლებით ათარიღებს და 900 წლით ასწრებს ჩვენეულ დათარიღებას, 5600 წელს, მაგრამ ეს ჩვენს მიგნებას უფრო აძლიერებს, 5600 წელი კი ზუსტად ემთხვევა.

მსოფლიოს მეცნიერთაგან ასაკობრივ და ხაზობრივ ასეთ დამთხვევას ვერავინ დაიქადნის.

აქ, კავკასიონის მთის საცავებში, ადარჩა სამყაროსეული ცივილიზაციის ის უდიდესი კულტურა, რაც მთელ აღმოსავლეთში რელიგიამ დამარხა. ეს უძველესი კულტურა საქართველოში ქრისტიანობამ გაანადგურა, მთელ მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში კი მაჰმადიანურმა მოსპო იგი.

თავდაპირველ უძველეს შუმერულ სიტყვებს საოცარი სიზუსტით ხსნის საქართველოში შემონახული ენები: მეგრული, სვანური და თავად ქართული (ეს ენები და ხალხი, მკვდარი და წაშლილი რომ ჰგონიათ მსოფლიოს მეცნიერებს, აქ, საქართველოში, შემონახული და ცოცხალია).

ჩვენი გამოკვლევების მიხედვით სულ სხვა სახეს იღებს მსოფლიოს ხალხთა ანბანური გავრცელების ცხრილი.

ანბანში რომ სამყაროსეული ცივილიზაციაა, მტკიცდება მისი მზისა და მთვარის კალენდარით, რომელიც დედამიწის ოთხ დროს წამების სიზუსტით ანგარიშობს და ისეთი სიზუსტითაა გააწიებული, რომლის მსგავსი თანამედროვე კაცობრიობამაც არ იცის.

და ბოლოს: შუმერების ანბანი - ქართული ასომთავრული, მზისა და მთვარის ანბანად წოდებული, სამყაროსეული ცივილიზაციის ფორმულით არის შედგენილი და დედამიწაზე ადამის მოდგმის განათლების სათავეა. ამ ანბანური განათლების საიდუმლოებათა ამოცნობა, გაგება და მიგნება სულ სხვა გზაზე აყენებს კაცობრიობის ისტორიას და აზროვნებას.

შუმერების - იგივე ქართული ასომთავრული - ანბანი აღმოსავლეთის ყველა უძველეს ცივილიზაციათა სათავეა, რომლის გაცნობა მსოფლიოს აღმოსავლეთმცოდნეებს აძლევს საშუალებას ახსნან ჯერ ამოუხსნელი ყველა საიდუმლოება, რითაც სავსეა კაცთა მოდგმის დღემდე ბოლომდე ამოუცნობი პირველი სიძველეები.

ჩვენი აღმოჩენები ითხოვს თავიდან გადავხედოთ მთელ არქეოლოგიურ მასალას, რაც კი კაცობრიობას დედამიწის სიღრმეებში უპოვნია შუმერების შესახებ.


ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
თეიმურაზ მიბჩუანი


პირველი საბეჭდი მანქანა




მაინცელმა წიგნის მბეჭდავმა იოჰანეს გიუტენბერგმა ასოები ლითონისაგან ჩამოასხა. მან თავად გამოიგონა ჩამომსხმელი აპარატიც, რომელითაც მალე საათში ასზე მეტ ერთნაირ ასოს ამზადებდა. მზა ასოებს იგი სიტყვებად და ტრიქონებად ალაგებდა და ხის ჩარჩოებში გვერდებად აწყობდა. გამზადებულ გვერდებს ხელის პრესით ქაღალდზე იმდენჯერ გადაბეჭდავდა, რამდენჯერაც საჭიროება მოითხოვდა. 1455 წელს მან ამ მეთოდით პირველი წიგნის ბეჭდვა დაასრულა. ეს იყო სახელგანთქმული გიუტენბერგის ბიბლია, რომელიც 180 ეგზემპლიარად გამოიცა, მათგან 40-მა ჩვენამდეც მოაღწია. წიგნის ბეჭდვის გამოგონებამ ხელნაწერები უბრალო ხალხისთვისაც ხელმისაწვდომი გახადა. ცოდნა და ინფორმაცია გაცილებით სწრაფად და იოლად ვრცელდებოდა.

წიგნის ბეჭდვის ქრონოლოგია

1)ქრისტეშობამდე 5000 – ქვასა და ძვალზე ამოკაწრული ნიშნები ჩინეთიდან.

2)ქრისტეშობამდე 200 – ჩინეთში ქაღალდის გამოგონება (კანაფის ბოჭკოებისგან).

3)ქრისტეშობიდან 175 – ჩინეთში ქვის წარწერების ამოტვიფრა.

4)ქრისტეშობიდან 700 – ხის დაფებზე ბეჭდვა ჩინეთში.

5)ქრისტეშობიდან 868 – ჩინელი ბუდისტი ბერის დაბეჭდილი პირველი წიგნი.

6)ქრისტეშობიდან 1040 – კერამიკის მოძრავი საბეჭდი შტამპი ჩინეთიდან

7)ქრისტეშობიდან 1300 – პირველი ხის ლიტერები ჩინეთში.

8)ქრისტეშობიდან1447 – იოჰანეს გიუტენბერგის დაბეჭდილი პირველი წიგნი გერმანიაში.

 9)ქრისტეშობიდან 1609 – ადოლფ ზოლეს გამოშვებული პირველი გაზეთი გერმანიაში.


წყარო: http://ucnauri.com/2010/წიგნის-ბეჭდვის-ისტორია-4

No comments:

Post a Comment